top of page
რემოდულინის იმპლანტირებადი სისტემა ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიისთვის

რემოდულინის იმპლანტირებადი სისტემა არის საინფუზიო მოწყობილობა, რომელიც თავსდება პაციენტის სხეულში და ვენიდან ამარაგებს მას რემოდულინით. რემოდულინი (ან ტრეპროსტინილი) არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. ქირურგს   ვენაში, ზედა ღრუ ვენისა და წინაგულის შეერთების ადგილას შეჰყავს კათეტერი, რომელსაც უკავშირებსს მუცლის მიდამოში კანქვეშ მოთავსებულ ტუმბოს. სისტემა გამოიყენება იმ ზრდასრულ პაციენტებში, ვისაც აღენიშნება I, II და III კლასის ფილტვის არტერიული ჰიპერტენზია და ესაჭიროება რემოდულინის ინტრავენური მიწოდება.

bottom of page