top of page

მწვავე კორონარული სინდრომის შემდგომ მეორადი პრევენციის მიზნით პირდაპირი მოქმედების ორალური ანტიკოაგულანტების ჩართვა ანტითრომბოზულ თერაპიაში

სისტემური მიმოხილვა და მეტა-ანალიზი

მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტები განმეორებითი იშემიური მოვლენების განვითარების მაღალ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ. აღნიშნული სინდრომის შემდგომ მეორადი პრევენციის მიზნით პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები იქნა შეთავაზებული.

თრომბოზის პრევენცია ანტითრომბოზული აგენტებით  გადამწყვეტ როლს თამაშობს მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტების მკურნალობაში.  მექანიკური რეპერფუზიის (PCI) შემდეგ ორმაგი ანტითრომბოციტული თერაპია (APT)   ასეთ პაციენტებში მკურნალობის სტანდარტს წარმოადგენს.  ორმაგი ანტითრომბოციტული თერაპიისა და პერკუტანული კორონარული ინტერვენციის (PCI) დანერგვამდე, K ვიტამინის ანტაგონისტები ფართოდ იქნა გამოკვლეული კონფლიქტური შედეგებით.

მოცემული სისტემური მიმოხილვა და მეტა-ანალიზი მოიცავდა 6 კლინიკურ ცდას 29 667 პაციენტზე. შედეგად დადგინდა, რომ პირდაპირი მოქმედების ორალური ანტიკოაგულანტების გამოყენება ანტიაგრეგაციულ პრეპარატებთან ერთად,  ამცირებს იშემიურ მოვლენებს სისხლდენის  განვითარების მაღალი რისკის ხარჯზე, ანტითრომბოციტულ მონოთერაპიასთან შედარებით.  პირდაპირი ორალური ანტიკოაგულანტების შედეგები ასოცირებული იყო  იშემიური მოვლენების შემცირებასთან ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის დროს, თუმცა მსგავსი ეფექტი არ აღინიშნა  ST სეგმენტის ელევაციის გარეშე მიმდინარე მწვავე კორონარულ სინდრომზე.  სისხლდენის განვითარების მაღალი რისკი  კი თანმდევი მოვლენა იყო როგორც ST ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის დროს, ასევე კორონარული სინდრომის შემთხვევაში  ST ელევაციის გარეშე.

bottom of page