top of page
ფოკუსირებული ულტრაბგერის ეფექტურობა ესენციური ტრემორის დროს

ფოკუსირებული ულტრაბგერის ეფექტურობა ესენციური ტრემორის დროს აქამდე მხოლოდ არარადნომიზებული კვლევებით იყო შესწავლილი. ამ კვლევების შედეგებზე დაყრდნობით ჩვენ შეგვეძლო მხოლოდ გვევარაუდა მისი ეფექტურობა.

სტატიაში განხილულია  რანდომიზებული კვლევის შედეგები. მოცემულ კვლევაში ჩაერთო რეფრაქტერული ესენციური ტრემორის მქონე 76 პაციენტი. ძირითად ჯგუფში მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) კონტროლის საშუალებით განხორციელდა უნილატერალური თალამოტომია. ამ პაციენტებში პროცედურის დამთავრებისთანავე აღინიშნა  სიმპტომების ალაგება.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მკურნალობის ეს არაინვაზიური მეთოდი საგრძნობლად ამცირებს ხელის ტრემორს და შესაბამისად მკვეთრად ზრდის ცხოვრების ხარისხს. თალამოტომიის გვერდითი ეფექტები მოიცავს მგრძნობელობის დარღვევებს და სიარულის გაძნელებას.

bottom of page