top of page
ნეიროსტიმულაციის გამოყენება ადრეული მოტორული გართულებისას პარკინსონით  დაავადებულ პაციენტებში

ლევოდოპა-ინდუცირებული მძიმე გართულების მქონე პარკინსონიან პაციენტებში სუბთალამური სტიმულაცია ამცირებს მოტორულ დარღვევებს და აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს.
მოცემულმა კვლევამ აჩვენა რომ კომბინირებულმა თერაპიამ გააუმჯობესა სიცოცხლის ხარისხი მედიკამენტით მონოთერაპიასთან შედარებით. პაციენტთა იმავე ჯგუფში აღინიშნა  ყოველდღიური აქტივობის და ასეე ლევოდოპა-ინდუცირებული გართულებების გაუმჯობესება, კარგი მობილობისა და დისკინეზიის გარეშე არსებული პერიოდის გახანგრძლივება. კომბინაციური თერაპიის ჯგუფში, ნეიროსტიმულაციის ფონზე შესაძლებელი გახდა ლევოდოპას  დოზის 39%-ით შემცირება მაშინ როდესაც მედიკამენტით მონოთერაპიის ჯგუფში. საჭირო გახდა დოზის გაზრდა (21%-ით). რაც შეეხება  სუიციდურ იდეებს და სუიციდის მცდელობებს, მათი  სიხშირე ორივე ჯგუფში ერთნაირი იყო, თუმცა დეპრესია უფრო ხშირად გამოვლინდა ნეიროსტიმულაციის ჯგუფში. ამასთანავე ნეიროსტიმულაციასთან ასოცირებულმა მანიპულაციებმა გამოიწვია გვერდითი ეფექტები, რომელთა სრული კუპირება მოხდა ერთი შემთხვევის გარდა.

bottom of page