top of page
თირკმლის ნათელუჯრედოვანი კიბოს იმუნური თერაპიის გენომური კორელაცია

იმუნური პასუხის ინჰიბიტორის ( PD-1) ბლოკირება, აუმჯობესებს  თირკმლის ნათელუჯრედოვანი კიბოს გამოსავალს (ccRCC). მეტასტაზური ccRCC-ის მქონე 35 პაციენტისგან აღებული მასალის მთლიანი ეგზომის სექვენირებამ აჩვენა PBRM1 გენის მუტაციის არსებობა იმ პაციენტებში, ვისაც  უკეთესი კლინიკური გამოსავალი ჰქონდათ იმუნოთერაპიით მკურნალობის ფონზე. PBRM1 გენი აკოდირებს SWI/SNFქრომატინის რემოდელირების კომპლექს (PBAF-ის ქვეტიპი). კვლევამ დაადასტურა, რომ უკეთესი კლინიკური გამოსავალი ასოცირებული იყო PBRM1 ფუნქციის დაკარგვასთან. ეს უკანასკნელი დადასტურდა იმ 63 პაციენტზე ჩატარებული დაკვირვებით, რომლებმაც გაიარეს  PDL-1 ის მონოთერაპია ან PDL-1 და CTLA-4 კომბინაციური მკურნალობა.

PBAF დეფიციტური სიმსივნური კულტურის უჯრედებისა და PBRM1 დეფიციტური სიმსივნეების გენური ექსპრესიის ანალიზმა აჩვენა ჰიპოქსიის, JAK/STAT და იმუნური სასიგნალო გზების სისტემების ტრანსკრიფციული ალტერაცია.

bottom of page