top of page
ძუძუს კიბო:  წარმონაქმის ზომა, ჰიპერდიაგნოსტიკა და სკრინინგული მამოგრაფიის ეფექტურობა

მამოგრაფიის მიზანი ძუძუში კლინიკურად გამოუვლენელი, მცირე ზომის ავთვისებიანი სიმსივნის აღმოჩენაა. აქედან გამომდინარე, დროთა განმავლობაში  ეფექტური სკრინინგის შედეგად, მცირე ზომის სიმსივნეების აღმოჩენის სიხშირის მატება პროპორციულად ამცირებს დიდი ზომის სიმსივნეების აღმოჩენის სიხშირეს.

40 წლის ზემოთ ქალებში, მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, განსაზღვრეს სხვადასხვა ზომის სიმსივნის ახალი შემთხვევების სიხშირე და სიმსივნის ზომის დისტრიბუცია 1975 -2012 წლებში. სკრინინგული მამოგრაფიის გამოყენების შემდეგ დიდი ზომის სიმსივნეების დეტექცია შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ სკრინინგული მამოგრაფიის გამოყენების შემდგომ დიდი ზომის სიმსივეეების აღმოჩენის სიხშირემ დაიკლო, დანარჩენი ზომის სიმსივნეთა აღმოჩენის სიხშირის ზრდა, ძირითადად, პატარა ზომის სიმსივნეების  დამატებითი დეტექციის შედეგი იყო.

ამგვარად, სავარაუდოა, რომ დაავადებულ ქალებში უფრო ხშირად ხდებოდა ძუძუს კიბოს ჰიპერდიაგნოსტიკა, ვიდრე ზომაში პოტენციურად მზარდი სიმსივნეების ადრეული დეტექცია. ამასთანავე დადგინდა, რომ მამოგრაფიის დანერგვის შემდგომ ძუძუს კობოთი გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებლის კლება, ძირითადად, გაუმჯობესებული სისტემური თერაპიის  შედეგია.

bottom of page