top of page
კრეიცფელდ-იაკობის დაავადების დიაგნოსტირება ნაზალური ჩამონაფხეკის გამოკვლევით

კრეიცფელდ-იაკობის დაავადების სპორადული შემთხვევის ზუსტი დიაგნოსტიკა ეფუძნება  ტვინის ბიოპტატში პრიონული ცილის (PrPCJD ) იმუნოჰისტოქიმიურ აღმოჩენას, რაც ინვაზიურ ჩარევას საჭიროებს.  აღმოჩნდა, რომ ცერებროსპინალური სითხის ტესტირება   in vitro  PrPCJD  ამპლიფიკაციის ახალი ტექნოლოგიით (RT-QuIC), სპორადული კრეიცფელდ-იაკობის დაავადების  საკმაოდ მაღალი სპეციფიკურობის მქონე დიაგნოსტიკური ტესტია. თუმცა, ლუმბალური პუნქცია აგრეთვე ინვაზიური მეთოდია, რომელსაც გართულებები შეიძლება დაერთოს.

როგორც აღმოჩნდა, PrPCJD აკუმულირდება არამხოლოდ ნერვულ ქსოვილში, არამედ ოლფაქტორულ ეპითელიუმში. შესაბამისად, PrPCJD ცილის ცერებროსპინალურ სითხეში შეფასების არაინვაზიურ ალტერნატიულ მეთოდად შემოთავაზებული იქნა ცხვირ-ხახის ჩამონაფხეკის კვლევა. ჩატარებული კვლევის ფარგლებში, ცერებროსპინალური სითხის RT-QuIC ანალიზთან შედარებით, ცხვირის ჩამონაფხეკის RT-QuIC კვლევამ აჩვენა მაღალი სენსიტიურობა (77% და 97%, შესაბამისად). სპეციფიურობა ორივე მეთოდის შემთხვევაში 100%-ს უტოლდებოდა.

bottom of page