top of page
ნუსინერსენი სპინალური ამიოტროფიის სამკურნალოდ

სპინალური ამიოტროფია, რომელიც აუტოსომურ-რეცესიული ნერვ-კუნთოვანი დაავადება, SMN1 გენის ჰომოზიგოტურ დელეციასთან არის დაკავშირებული. ექსერიმენტული მედიკამენტი - ნუსინერსენი, ინტრათეკალურად მიიღება. ის SMN2 გენის (SMN1 გენის პარალოგიური გენი) პრე-მრნმ (pre-mRNA) სპლაისინგის მოდიფიკაციის გზით SMN ცილის პროდუქციას ზრდის.

13 თვიანმა მესამე ფაზის კველვამ აჩვენა მოტორული პასუხის მკვეთრი გაუმჯობესება ნუსინერსენის ჯგუფში (თავის დაჭერა, გადატრიალება, დამოუკიდებელი ჯდომა, დგომა, ზონდის გარეშე კვება, მექანიკური ვენტილაციის აუცილებლობა)  პლაცებოსთან შედარებით. ასევე მნიშვნელოვანად ნაკლები იყო გართულებების შემთხვევები და სიკვდილის რისკი. აღსანიშნავია, რომ სასურველი შედეგების რიცხვი მეტი იყო ადრეული ინტერვენციის შემთვევაში. თუმცა, ნუსინერსენის ჯგუფში არ დაფიქსირებულა ნორმალური მოტორული განვითარების არც ერთი შემთხვევა, რაც მიუთითებს, რომ მოცემული მედიკამენტი არ ახდენს დაავადების განკურნებას.

bottom of page