top of page
მოლეკულური ვიზუალიზაციის მეთოდები ფილტვის კიბოს დროს იმუნოთერაპიის ეფექტურობის შეფასებაში გვეხმარება

PD-1, რომელიც T, B და NK უჯრედების ზედაპირზე ექსპრესირდება, T-უჯრედების სუპრესიაზეა პასუხისმგებელი.  PD-1-ის ლიგანდები PD-L1 და PD-L2 ანტიგენწარმდგენი და სიმსივნური უჯრედების ზედაპირზე გვხვდება. დღესდღეობით არსებობს FDA-ის მიერ დამტკიცებული ორი მონოკლონური ანტისხეული, რომლთა სამიზნეს PD-1 წარმოადგენს, ესენია: პემბროლიზუმაბი და ნივოლუმაბი.

PD-1 -ის სიმსივნურ უჯრედებზე ექსპრესია შესაძლოა დაგვეხმაროს თერაპიის ეფექტურობის განსაზღვრაში. თუმცა თერაპიის კონტროლის მიზნით ბიოფსია  ყოველთვის არ არის შესაძლებელი. სპეციალისტებმა ამ პრობლემის გადასაჭრელად კვლევის არაინვაზიური მეთოდები შეიმუშავეს.

რადიოზოტოპის გამოყენებით, აღნიშნული მეთოდი ინფორმაციას გვაძლევს სისხლში მონოკლონური ანტისხეულების ნახევარდაშლის პერიოდის, ორგანიზმში მათი განაწილებისა და სიმსივნეში აკუმულაციის შესახებ.

მეორე კვლევაში მეცნიერებმა რაოდენობრივი FDG-PET-ის გამოყენებით ერთმანეთს შეადარეს NSCLS პაციენტები მკურნალობამდე და ატეზოლიზუმაბით (PD-L1 -ის წინააღმდეგ მიმართული მონოკლონური ანტისხეული) მკურნალობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ. აღინიშნა, რომ FDG-PET-ის როლი სიმსივნის ფსევდო და ჭეშმარიტი პროგრესირების ერთმანეთისგან გასარჩევად, ჯერ კიდევ არაა დადგენილი. თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ, როგორც მკურნალობამდე, ასევე მის შემდეგ, სიმსივნეში FDG-ის აკუმულაციის მაღალი ხარისხი ცუდ გამოსავალზე მიუთითებს.  

bottom of page