top of page
ახალი და სწრაფი ტესტი ტუბერკულოზის რეზისტენტობის გამოსავლენად

ანტიბიოტიკორეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევათა ზრდამ დაავადების გავრცელება და სიკვდილობის მატება გამოიწვია, რამაც დღის წესრიგში დააყენა ეფექტური მკურნალობის განსაზღვრისთვის უნივერსალური სწრაფი და მარტივი ტესტის შექმნა.

ფლორქინოლონები და მეორე რიგის ინექციური წამლები გამოიყენება მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის (MDR-TB) დროს და მიკრობის მდგრადობა ამ წამლების მიმართ  ზემდგრადი  ტუბერკულოზისათვის არის დამახასიათებელი (XDR-TB). ახალმა შემუშავებულმა ტესტმა ზუსტად გამოავლინა M. Tuberculosis ის მუტაციები, რომელიც ასოცირებულია  იზონიაზიდზე. ფლორქინოლონებსა და ამინოგლიკოზიდებზე რეზისტენტობასთან. ეს ტესტი საშუალებას იძლევა, მცირე დროში ნახველის ანალიზით დადგინდეს წამლის მიმართ რეზისტენტობის გამომწვევი მუტაციის არსებობა. ამდენად, ის, როგორც სწრაფი მარტივი ტესტი (point of care test), შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ტუბერკულოზის სწორი მკურნალობის შესარჩევად.

bottom of page