top of page

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გულსისხლძარღვთა მედიცინაში

სტატიაში განხილულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გულსისხლძარღვთა  დაავადებათა მართვაში  და მისი პოტენციური როლი გულსისიხლძარღვთა  დაავადების პერსონალიზებულ მკურნალობაში. ხელოვნური ინტელექტი კომპიუტერული მეცნიერების ნაწილია, რომელიც ცდილობს მიბაძოს ადამიანის  აზროვნების პროცესს, დასწავლის შესაძლებლობას და ცოდნის შენახვას. ხელოვნური ინტელექტი უკვე  გამოიყენება კარდიოლოგიაში, დაავადებების დროს ახალი გენოტიპის  და ფენოტიპის დასადგენად, პაციენტის მოვლის  გასაუმჯობესებლად, ხარჯების ეფექტური  მართვისთვის, კლინიკაში პაციენტის განმეორებით მოხვედრის  თავიდან ასაცილებლად და  სიკვდილიანობის  შესამცირებლად.

bottom of page