top of page

გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინა, მე-6 კონფერენცია

06/05/2018

“ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების“ (YSU) ორგანიზებით იმართება რიგით მე-6 კონფერენცია “გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინა“. კონფერენციაზე განხილული იქნება საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტუალური საკითხები.

იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვა ძალზედ სწრაფად განვითარებად დისციპლინას წარმოადგენს, ამ სფეროში მიმდინარე ცვლილებები გადამწყვეტ როლს ანიჭებს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის, მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, სამედიცინო მომსახურების მონიტორინგისა და ეკონომიკური ეფექტურობის შეფასების საკითხებს, რაც კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს კონფერენციის აქტუალობასა და მნიშვნელობას.

bottom of page